სოფელ აზნეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არიან დაშავებულები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აზნეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ანუ უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზიანა.