საქართველოს ნაკრები დღეს „ევრობასკეტზე“ საბერძნეთს შეხვდება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი C ჯგუფის ლიდერს - საბერძნეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ლიმასოლში, საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება.

პირველ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი ანგარიშით 83:69 დაამარცხა, თუმცა მეორეში იტალიასთან დამარცხდა. ამ ეტაპზე გუნდი ჯგუფში 3 ქულით მეორე ადგილს იკავებს, პლეი-ოფში კი 6-გუნდიან ჯგუფიდან 4 საუკეთესო ნაკრები გავა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტ 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.