საქართველოს ნაკრები „ევრობასკეტზე“ საბერძნეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე შეხვედრა ჩაატარა. C ჯგუფის ლიდერმა საბერძნეთმა ჩვენი გუნდი ანგარიშით 94:53 დაამარცხა.

ყველაზე შედეგიანი ჩვენს გუნდში სანდრო მამუკელაშვილი იყო. მის ანგარიშზე 14 ქულაა.

შემდეგ მატჩს „ევრობასკეტზე“ ქართველი კალათბურთელები 2 სექტემბერს, კვიპროსის წინააღმდეგ გამართავენ.