საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზი დაასრულა. ჩვენი გუნდი ბოლო თამაშში ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს შეხვდა და ანგარიშით 76:84 დამარცხდა.

ახლა, ჩვენი გუნდი ესპანეთისა და საბერძნეთის შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული. ესპანელების მარცხის შემთხვევაში საქართველო ტურნირზე ასპარეზს განაგრძობს.