მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს (ფიფა) გადაწყვეტილებით, 2026 წლიდან სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო შესვენებები გაერთიანდება და ერთი „ფანჯარა“ იქნება, რომელიც 21 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
აქამდე ორ მატჩს ნაკრებები სექტემბერში ატარებდნენ, ხოლო ორ მატჩს – ოქტომბერში, თითოეული შესვენება ორ კვირას გრძელდებოდა, 2026 წლიდან კი გუნდები ერთ „ფანჯარაში“ ოთხ შეხვედრას გამართავენ.
ნოემბრის სანაკრებო შესვენება 2026 წელს 9-დან 17 რიცხვის ჩათვლით გაგრძელდება, ამ პერიოდში გუნდები ორ მატჩს ითამაშებენ.
2026 წლის შემოდგომაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს.