ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ანდრო მარგიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ანდრო მარგიშვილმა (97 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი ვეგი დამაჯერებლად, 12:2 დაამარცხა.

ტურნირის პირველ დღეს მედლები საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა მოიპოვა – აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ნიკა ზაქაშვილი (65 კგ) დაეუფლა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ოთხი მედლით და გუნდური მესამე ადგილით დაასრულა.