ისტორიაში პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია

მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა გრძელდება. ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებიდან ბოლოს ნიკა ეგაძემ იასპარეზა. მოკლე პროგრამაში მან 84.37 ქულა დააგროვა. ნიკამ საქართველოს გუნდური 5 ქულა მოუტანა, სულ მოგროვებული 25 ქულით კი ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები ფინალურ ეტაპზეც იასპარეზებს.

დღეს გუნდური ტურნირის ფინალში საქართველოს ნაკრებიდან ყინულზე პირველს დიანა დევისისა და გლებ სმოლკინს წყვილს ვიხილავთ თავისუფალ ცეკვაში. 8 თებერვალს თავისუფალი პროგრამით ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი გამოვა, ამავე დღეს იასპარეზებენ ნიკა ეგაძე და ანასტასია გუბანოვა.

მილან-კორტინის ზამთრის ოლიმპიადაზე იმყოფება საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და საგარეოს საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. მინისტრები ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას ესწრებიან.

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.