ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს დაუბრუნდა და „მარსელთან“ სათამაშოდ მზადაა – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Footmercato ავრცელებს.
„კვირა საღამოს ლიგა 1-ის 21-ე ტურის ბოლო მატჩში, „პარი სენ-ჟერმენი“ „პარკ დე პრენსზე“ „მარსელს“ უმასპინძლებს. ამ მატჩისთვის პარიზულ კლუბში კარგი ამბავია: ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნიუკასლთან“ მატჩში (1:1) დაშავდა, მოედანს დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა.
თუმცა 24 წლის ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში ალბათ არ იქნება, ძირითად შემადგენლობაში თამაშს, სავარაუდოდ, ბრედლი ბარკოლა დაიწყებს“, – წერს გამოცემა.
პსჟ-ისა და „მარსელის“ დაპირისპირება „პარკ დე პრენსზე“ 8 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
