საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში პიზის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.
ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ტაილანდის ნაკრები ანგარიშით 30:19 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების წევრები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი არიან.
