საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ იმ ფეხბურთელების სია დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებისთვის მოემზადებიან.
ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ორ მატჩს გამართავენ – 27 მარტს, 19:00 საათზე ლატვიას დაუპირისპირდებიან, ხოლო 31 მარტს, ასევე 19:00 საათზე, მალტას უმასპინძლებენ.
მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. 21-წლამდელების ნაკრებს სამი ახალწვეული შეუერთდება – ალექსანდრე ამისულაშვილი, ანდრია ბართიშვილი (ორივე „იბერია“) და ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი“).
შემოდგომის შეკრებების მსგავსად, ტრავმის გამო „ნიუკასლის“ ფორვარდი ვახტანგ სალია საგაზაფხულო მატჩებსაც გამოტოვებს. ანალოგიური მიზეზით შეკრებას გორის „დილას“ და 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი დავით გოცირიძეც გამოაკლდება.
ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
27 მარტი — საქართველო – ლატვია | 19:00
31 მარტი — საქართველო – მალტა | 19:00
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), რევაზ კურტანიძე („იბერია 1999“).
მცველები: გიორგი გვასალია („დინამო თბილისი“), ლუკა ლაცაბიძე („ვაილე“, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999“), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი ფოთი 1913“), დავით ბუკია („ტორპედო ქუთაისი“), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე („ვაილე“, დანია), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999“), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე („დინამო ბათუმი“), ალეკო ბასილაძე („ტორპედო ქუთაისი“), საბა გეგიაძე („სპაერი“), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი“, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი („ტრენჩინი“, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი („იბერია 1999“).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე („ტორპედო ქუთაისი“), ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი“, ინგლისი), დიმიტრი ღურწკაია („მეშახტე ტყიბული“), ლუკა პარკაძე („აუსტრია ზალცბურგი“, ავსტრია).
