პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები პიზის მსოფლიო თასის გათამაშებიდან ორი მედლით დაბრუნდა

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი მოფარიკავეები იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებიდან ორი მედლით დაბრუნდნენ.

ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ხეცურიანმა ნახევარფინალურ შეხვედრაში პოლონელი სტარვინსკა ანგარიშით 15:7 დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მასპინძელ ანდრია მოგოსს 15:9 სძლია.

ამავე ტურნირზე ბრინჯაოს მედალი ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა. მან ნახევარფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ნატალია მორკვიჩთან შეხვედრა 11:15 დათმო.