ძიუდო - თბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ თბილისის გრანდ სლემისთვის გუნდის საბოლოო შემადგენლობა გამოაქვეყნა.

წინასწარ განაცხადში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურიც იყო, თუმცა 90 კგ-ში ის სოსო ებილაშვილმა ჩაანაცვლა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემისთვის:

-60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი.

-66 კგ – თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე.

-73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.

-81 კგ – ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი.

-90 კგ – ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი, სოსო ებილაშვილი.

-100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი.

+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.

გოგონები:

-48 კგ – ჯულიეტა როდონაია.

-52 კგ – ანანო მორგოშია, თამარ სუხიაშვილი.

-57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური.

-63 კგ – ეთერ ასკილაშვილი, გვანცა მჭედლიშვილი.

-70 კგ – მარიამ ჭანტურია.

+78 კგ – სოფიო სომხიშვილი.

თბილისის გრანდ სლემის ფინალური ბლოკების პირდაპირ რეპორტაჟებს 21-23 მარტს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.