რონალდო ერთა ლიგის „ოთხთა ფინალისთვის“ ნაკრებში გამოიძახეს

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა დაასახელა შემადგენლობა ერთა ლიგის „ოთხთა ფინალისთვის“.

სიაში მოხვდა „ალ-ნასრის“ 39 წლის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო.

მეკარეები – დიოგო კოშტა (პორტუ), რუი სილვა (სპორტინგი), ჟოზე სა (ვულვერჰემპტონი, ინგლისი);

მცველები – დიოგო დალოტი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ნელსონ სემედუ (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), რენატო ვეიგა (იუვენტუსი, იტალია), ანტონიო სილვა (ბენფიკა), ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ნუნუ ტავარეში (ლაციო, ინგლისი), გონსალო ინასიო (სპორტინგი).

ნახევარმცველები – ჟოაო ნევეში (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ვიტინია (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), რუბენ ნევეში (ალ-ჰილალი, საუდის არაბეთი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ჟოაო პალინია (ბაიერნი, გერმანია), პედრო გონსალვეში (სპორტინგი), ჟოაო ფელიქსი (მილანი, იტალია).

ფორვარდები – კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი), რაფაელ ლეაო (მილანი, იტალია), პედრო ნეტო (ჩელსი, ინგლისი), ფრანსისკო ტრინკაო (სპორტინგი), როდრიგო მორა (პორტუ), ფრანსისკო კონსეისაო (იუვენტუსი, იტალია), დიოგო ჟოტა (ლივერპული), გონსალო რამოში (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი).

ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალია 4 ივნისს გერმანიას შეხვდება. მეორე ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთს შეხვდება.