საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები 26 და 27 ივნისს გაიმართება

ცნობილი გახდა სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩების გამართვის თარიღი და დრო.

ტურნირი ოთხგუნდიანი ფორმატით გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ 26 ივნისს გასული სეზონის მეორეადგილოსანს, გორის „დილას“ დაუპირისპირდება – მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ქუთაისის „ტორპედო“ კი 27 ივნისს საქართველოს თასის მფლობელს, ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ „სპაერს“ შეხვდება. ეს მატჩიც „პეტრიაშვილი არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის გამარჯვებულები ტიტულისთვის ფინალში ითამაშებენ, დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის მატჩში შეხვდებიან ერთმანეთს.