გიორგი მიქაუტაძემ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში „ლიონის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა

ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში გიორგი მიქაუტაძემ პირველი გოლი გაიტანა. „ლიონის“ ქართველმა ფორვარდმა „ჰამბურგთან“ 4-0 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი.

მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელები ლიგა ერთის დაწყებამდე კიდევ ორ ამხანაგურ თამაშს „მალიორკასთან„ და „ბაიერნთან“ ჩაატარებენ. 16 აგვისტოს, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში კი სტუმრად „ლანსს“ შეხვდებიან.