სასამართლოში დღეს ნინო დათაშვილის საქმის არსებითი განხილვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურზე თავდასხმისთვის დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს 13:00 საათიდან დაიწყება.

სასამართლო ეტაპზე მხარეებმა უნდა გამოიკვლიონ წერილობითი მტკიცებულებები და შეათანხმონ დასაკითხი მოწმეების სია.

ადვოკატები ითხოვენ, რომ პროცესზე დაიკითხოს სამხარაულის ბიუროს ფსიქიატრი, რომელმაც შეაფასა ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სასამართლო უნდა გადაწყვიტოს, დაურთავს თუ არა საქმეს იძულებით ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის სრული დასკვნას, რასაც დაცვის მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.