საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდა იყო, ხოლო ბიძგების დრო 15:49 საათი.