ინგილო ქართველი გარდაცვლილი იპოვეს

აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუშინ, 8 ნოემბერს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში ადგილობრივი ისმაილ მამედოვის ცხედარი ოჯახის წევრებმა საკუთარი სახლის ეზოში, დამხმარე შენობაში აღმოაჩინეს.

ფაქტთან დაკავშირებით ზაგათალას რაიონულპროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ინგილო ქართველების 95%-ზე მეტს კომუნისტური რეჟიმის დროს საბჭოთა პასპორტებში ძველი ქართული გვარები ახალიაზერბაიჯანული გვარებით შეუცვალეს. მათთვის დღემდე პრობლემაა ახალშობილისთვის ქართულისახელების დარქმევაც.

დაბა ალიაბადი (ისტორიული ელისენი) საინგილოშიყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანი დასახლებააქალაქების შემდეგ. ალიაბადის მოსახლეობადაახლოებით 11 ათასზე მეტია (მოსახლეობის 98 % ეთნიკური ქართველია და ისინი ქართული ენისინგილოური დიალექტის ალიაბათურ კილოზესაუბრობენ). ალიაბადის უბნებს (ობა) დღემდე ძველიქართული სახელები აქვთ შემორჩენილი - ქურა, ქევხიანი (ქევხიშვილების), ციცქვილ (ანუწისქვილის), ჩიტის, ძაღლის (ვარდის), ასუსტიანი, კურდღლისი (მე-3 ბრიგადა), მურტალიანი, ზემოთ ობადა სხვ.

ალიაბადში ჯერ კიდევ 1938 წელს 4 ქართული სკოლაგაიხსნა (იმ პერიოდში ქართული სკოლა გაიხსნაქალაქ ზაქათალაშიც). სამწუხაროდ, დღეისათვისალიაბადის 4 სკოლიდან მხოლოდ 1 სკოლაშიადარჩენილი ქართული სექტორი და მასაც დახურვაემუქრება. ალიაბადის აზერბაიჯანულ სკოლებსა და 1 რუსულ სექტორზეც ინგილო ქართველი მოსწავლეებისწავლობენ. მათი გაკვეთილების ცხრილში საერთოდარაა გათვალისწინებული მშობლიური ქართულ ენის სწავლება.

 

ავტორი: გიორგი კერესელიძე