არაგვის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია - დაზიანებული გზის შეკეთება დროზე ადრე დასრულდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 6
არაგვის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაზიანებული გზის შეკეთების 2 დეკემბერს დაწყებული სამუშაოები დროზე ადრე დასრულდა. მათი ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 10 დღე უნდა გაგრძელებულიყო.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, (თბილისი-სენაკის მიმართულება), მდინარე არაგვის სახიდე გადასასვლელის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე, დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები განსაზღვრულ დროზე ადრე დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
