გოდერძი-ბეშუმის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 104
გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თოვლის და ლიპყინულის გამო იზღუდება.
