1 იანვრიდან ძაღლისთვის კუდისა და ყურის მოჭრა აიკრძალება

1 იანვრიდან არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ძაღლისთვის კუდისა და ყურის მოჭრა აიკრძალება. ამას ითვალისწინებს ახალი კანონი, რომელიც ძალაში სწორედ 2026 წლის 1 იანვრიდან შევა. კანონის მიხედვით, ცხოველისთვის ასევე აიკრძალება შემდეგი ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება: 

• ყურების კუპირება
• კუდის კუპირება
• ეშვების ექსტრაქცია
• კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა
• სმენის დაქვეითება
• ხმის იოგების გადაჭრა