მოხსენება ინგილოურ დიალექტზე

23 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 კორპუსში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 84-სამეცნიერო სესია დაიწყო. წლევანდელი ფორუმიეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, გელათისაკადემიის აკადემიკოსის, ალექსი ჭინჭარაულისდაბადების 100 წლისთავს. სამეცნიერო სესიასამდღიანია და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ სხვა არაერთ მოხსენებასთან ერთად, სამეცნიერო სესიის პირველ დღესწარმოდგენილი იყო მარინა ბერიძისა და ლია ბაკურაძის მოხსენება „ნაცვალსახელის წარმოების ზოგი საკითხისათვის ინგილოურში“, რომელიც ქართული ენის ინგილოურ დიალექტს - აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მეტყველების თავისებურებებს ეძღვნებოდა.

ინგილოური დიალექტი ყველაზე ახლოსაა ქართული ენის ფერეიდნულ დიალექტთან - ირანის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მეტყველებასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ დასაბეჭდად მზადდება და მალე გამოიცემა „ინგილოური დიალექტის კორპუსული ლექსიკონი“, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ქართველი ენათმეცნიერების, ისტორიკოსების, ამ ისტორიული ქართული კუთხის მკვიდრებისა და ქართული საზოგადოებისთვის.

 

სტატიის ავტორი: გიორგი კერესელიძე