გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 42
გუდაური-კობის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება, აკრძალვის მიზეზი თოვაა.
"რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია", - წერია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზეც.
