საქართველოში 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 82
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 13:57 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის დასავლეთით 19 კმ-ში და სოფელ მამიშლარიდან 4 კმ-ში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.
