უამინდობა საქართველოში - რიკოთზე კილომეტრიანი საცობებია

უამინდობა საქართველოში - კილომეტრიანი საცობებია რიკოთის მაგისტრალზე. 

ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობის, ქარბუქისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მთავარ მაგისტრალზე გადაადგილება გართულებულია.

ხალხი, ვინც საახალწლოდ დასავლეთ საქართველოში მიდის, რამდენიმე საათია გზაშია.