უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - ვის შეუწყდა ელექტროენერგია
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 49
უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების ნაწილს.
მოტეხილმა ხეებმა დააზიანა როგორც მაღალი, ასევე დაბალი ძაბვების ელექტროქსელი. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
