რა რეჟიმში იმუშავებს იუსტიციის სახლი საახალწლო დღეებში?
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 40
იუსტიციის სახლი ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებს. უწყება განცხადებას ავრცელებს:
"გაცნობებთ, რომ ახალი წლის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით იუსტიციის სახლი 2026 წლის 1, 2, 3, 4 და 7 იანვარს არ იმუშავებს.
5 და 6 იანვარს იუსტიციის სახლი იმუშავებს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე. აღნიშნულ დღეებში მომსახურება გაიცემა შეზღუდულად", - იტყობინება უწყება.
სერვისების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
ამასთან, 1 იანვრიდან 8 იანვრამდე არ იმუშავებს მობილური იუსტიციის სახლი.
უქმე დღეებში ქორწინების სახლები, წინასწარ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, უზრუნველყოფენ:
სპეციალურ სარიტუალო მომსახურებას;
შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურებას.
8 იანვრიდან იუსტიციის სახლის ყველა სერვისი მომხმარებლებისთვის ჩვეულ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.
