დიღომში, ავტომობილების სახელოსნოში ხანძარი იყო

დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე ავტომობილების სახელოსნოში ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ფართობია დამწვარი.