ჟინვალი–ანანურის გზის 31-ე კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობა 3 საათით იზღუდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე (ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე) მიმდინარე წლის 28 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაგეგმილი სამუშაოების გამო, კერძოდ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატვირთო ავტომობილის მიმდებარე ტერიტორიიდან გადატანის მიზნით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დროებით აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 იანვარს, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე.