ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა იანვარში სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 50
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა იანვარში სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 28 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 112 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან ერთი სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორი -სამცხე-ჯავახეთის, ერთი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ოთხი – ქვემო ქართლის, ათი – კახეთის, ერთი – მცხეთა-მთიანეთის, ორი – გურიის, ხუთი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო ორი – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
ასევე, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების სამი ფაქტი და ერთი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო კახეთის რეგიონში.
სამართალდარღვევიბიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს სამი ფაქტი, მასალები გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.
ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
