თსუ-ის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი - პრემიერი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 101
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დღე ყველას შეახსენებს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს დედაუნივერსიტეტის სტატუსი.
„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა! ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს!“, – აღნიშნავს პრემიერი.
