მორიგი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე — ხვიჩა კვარაცხელიამ „მონაკოს“ გაუტანა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 37
ხვიჩა კვარაცხელიამ „მონაკოს“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენს“ რთულ დაპირისპირებაში შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა – 2:2.
ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. ევროპის საკლუბო ტურნირის 1/16-ფინალის პირველი მატჩი პარიზელებმა გასვლაზე 3:2 მოიგეს და ფავორიტად ითვლებოდნენ. მაგრამ 45-ე წუთზე კონტრშეტევაზე „მონაკო“ მანიეაკლიუშის გოლით დაწინაურდა.
პირველი მატჩის მსგავსად, „მონაკო“ ამჯერადაც კაცნაკლული დარჩა – 58-ე წუთზე მამადუ კულიბალიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, პსჟ-მა კი ამით სწრაფად ისარგებლა და მეტოქეს ორ წუთში მარკინიოსის ზუსტი დარტყმით გაუტანა.
66-ე წუთზე ხვიჩამ გამოიჩინა თავი – მან მეტოქის კარი ზუსტი, ძლიერი დარტყმით აიღო. მართალია, ჯორდან ტეზემ წონასწორობა აღადგინა (90+1), მაგრამ „მონაკომ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა – პსჟ-მა ორი მატჩის ჯამში 5:4 (3:2, 2:2) აჯობა და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ითამაშებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა და კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
