სოფელ ჭუბერთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ ჭუბერთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე (სოფ. ჭუბერი) კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამოც, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.