აშშ-თან ერთად კიდევ ბევრი ქვეყანა გაგზავნის სამხედრო ხომალდებს, რათა ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს საზღვაო ტრანსპორტისთვის, ჩვენ მალე მივაღწევთ ამას - ტრამპი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 123
აშშ-თან ერთად კიდევ ბევრი ქვეყანა გააგზავნის სამხედრო ხომალდებს, რათა ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს საზღვაო ტრანსპორტისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ უკვე გავანადგურეთ ირანის სამხედრო შესაძლებლობების 100%, მაგრამ მათთვის მარტივია ერთი-ორი დრონის გაშვება, ნაღმის ჩაგდება ან ახლო მანძილზე მიქმედი რაკეტის გაშვება ამ საზღვაო გზაზე ან მათ სიახლოვეს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმედ არიან დამარცხებულები,“ – წერს ტრამპი.
ტრამპმის თქმით, იმედი აქვს, რომ ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და გაერთიანებული სამეფო რეგიონში სამხედრო ხომალდებს გააგზავნიან.
„იმედია, ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები, რომლებიც ამ ხელოვნური შეზღუდვით ზარალდებიან, ასევე გაგზავნიან ხომალდებს რეგიონში, რათა ჰორმუზის სრუტე აღარ იყოს საფრთხე ქვეყნის მხრიდან, რომლის სამხედრო ხელმძღვანელობაც სრულად განადგურებულია. ამასობაში, შეერთებული შტატები გააგრძელებს სანაპირო ზოლის ინტენსიურ დაბომბვას და ირანულ ნავებსა და ხომალდებს ჩაძირავს. ამა თუ იმ გზით, ჩვენ მალე მივაღწევთ, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ იყოს ღია, უსაფრთხო და თავისუფალი“, – წერს ტრამპი.
