დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში გამართულ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 47
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში გამართულმომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში. შეხვედრას ესწრებოდნენსაქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მარეგულირებელი კომისიების, სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
სემეკის თავმჯდომარემ, მოხსენების ფარგლებში ისაუბრა კვირეულის მნიშვნელობაზე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების შესახებ საზოგადოებისინფორმირებისა და ცოდნის დონის ამაღლებისაუცილებლობაზე.
„სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციებიემსახურება ერთ ძირითად მიზანს - ხელი შეეწყოს სექტორების განვითარებას და დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლის უფლებების დაცვასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია მისი დროული ინფორმირება კომუნალურ საკითხებზე. კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი რეგულაცია თუ გადაწყვეტილება საჯაროა და ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირისებთვის. მომხმარებლის ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სემეკმა შშმ პირებისთვის ადაპტირებული საინფორმაციო ბუკლეტები შეიმუშავა, მომზადდა საინფორმაციო კლიპი სურდო თარგმანით, ბუკლეტები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას, 2025 წელს 5000-მდე პირს ჩაუტარდა ტრენინგები კომუნალურ საკითხებთან დაკავშირებით. მიმდინარე წელსაც ასევე აქტიურად გრძელდება მომხმარებელთა ინფორმირების დონის ამაღლებაზე მუშაობა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
9-16 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის IVსაერთაშორისო კვირეული ჩატარდა. კვირეულის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
