რა ინფორმაცია გამოიტანა პატრიარქის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველმა კავკასიის მედიცინის ცენტრიდან
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 67
შიგნით ყველას დამაიმედებელი განწყობა აქვს - ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრიდან გამოსულმა სახალხო დამცველომა განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველსო პატრიარქის მდგომარეობა დასტაბილურდეს.
უშუალოდ ექიმებთან არ მქონია კომუნიკაცია, მაგრამ სასულიერო პირებს ვესაუბრე და მოლოდინი აქვთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება - განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა.
"პირველ რიგში მინდა, რომ მას ჯანმრთელობა ვუსურვო. ბევრი ადამიანი მიკავშირდება, ბევრია შეწუხებული ამ ამბით. რაიმე ახალის ქმა არ შემიძია, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და საბოლოოდ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. იმედი ვიქონიოთ, რომ გამოვა ამ მდგომარეობიდან. მე მაქვს ამის იმედი. უშუალოდ ექიმებთან არ მქონია კომუნიკაცია, მაგრამ ადამიანები ვინც იქ იმყოფებიან, ყველას ნამდვილად დამაიიმედებლი განწყობა აქვს და ყველას აქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე მქონდა იმ სასულიერო პირებთან კომუნიკაცია, ვინც იქ იმყოფება", - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით ღამის სამ საათზე შეიყვანეს. ის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია.
