ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში მოქცეული 80 ოჯახიდან, 58 ადგილზე ვეღარ დაბრუნდება
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 85
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში მოქცეული 80 ოჯახიდან, 58 ადგილზე ვეღარ დაბრუნდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დასკვნის თანახმად, 20-22 სახლი სრულად დანგრეულია, 30-მდე კი ავარიულ მდგომარეობაშია:
"სოფელ კურსების აღნიშნულ უბანზე, სადაც მეწყრული პროცესი გააქტიურდა და სადაც ეს პროცესები დღესაც მიმდინარეობს, მომავალში ცხოვრებას ჩვენ გამოვრიცხავთ. ადამიანები რომ დაბრუნდნენ უკან და გააგრძელონ ცხოვრება, 58 ოჯახი არის, ჩვენ მიერ შედგენილ იქნა დასკვნა, სადაც მოცემულია ყველა ის საკითხები და ჩამონათვალი ოჯახების, რომლებიც უკან ვერ დაბრუნდებიან. 20-22 სახლი სრულად არის დანგრეული, 30-მდე ავარიულ მდგომარეობაშია..." | ამბობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ გაფრინდაშვილი.
ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები 12 მარტის ღამეს გააქტიურდა და 58 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა.
