მთავრობამ იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამას ნერვ-კუნთოვანი, მათ შორის დიუშენის დაავადების კომპონენტი დაამატა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 68
მთავრობის დადგენილებით, იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამას იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადების (დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, ბეკერის კუნთოვანი დისტროფია, სპინალური კუნთოვანი ატროფია) მქონე მოქალაქეები დაემატნენ.
მთავრობის შესაბამისი დადგენილება 23 აპრილს ამოქმედდა და ითვალისწინებს პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევითი მომსახურებას.
ამასთან, 70 მლნ ლარიდან 71 მლნ 26 ათას ლარამდე გაიზარდა იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამის ბიუჯეტი.
აღსანიშნავია, რომ როგორც 22 აპრილს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატებოდა - სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის სერვისების ფართო სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. საუბარია ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებზე.
