ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. შემთხვევა სოფელ კვირიკეში მოხდა. 

 მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.