ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მაშველებმა ბინიდან უვნებლად გამოიყვანეს.ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.