რიკოთზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

რიკოთზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია ბავშვი.  გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. 

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.