ახალციხეში 6 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - ის მსუბუქი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დღეს, კოსტავას ქუჩაზე მოხდა. როგორც გამოცემა საავადმყოფოზე დაყრდნობით წერს, ბავშვს ზედაპირული დაზიანებები აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის დეტალები უცნობია