სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

 სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს და წერს, რომ ავტომობილში, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

მათივე ცნობით, ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე ორი დღის წინ მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. გამოცემა წერს, რომ გარდაცვლილის ცხედარს უახლოეს საათებში ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენებენ. არსებული ინფორმაციით, საქმეზე ერთი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.