დღეიდან ავტომობილების გადაფორმება დისტანციურადაც იქნება შესაძლებელი

დღეიდან ავტომობილების გადაფორმება დისტანციურადაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს განცხადებაშია საუბარი:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა. მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის - SERVICE AGENCY ან ვებგვერდი - Sa. gov. ge საშუალებით ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოახდინოს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისება. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა დაინტერესებულმა პირმა გაიაროს ავტორიზაცია აპლიკაციაში ან ვებგვერდზე და მიყვეს ინსტრუქციას"