თბილისში მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ოპერის მოპირდაპირე მხარეს ქუჩაზე მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა. 40 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა აღძრული სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის საფუძველზე.