კაპროვანში, ზღვაში, მამაკაცი დაიხრჩო

კაპროვანში, ზღვაში, მამაკაცი დაიხრჩო. 

მაშველების ჯგუფმა სამაშველო სკუტერით ზღვიდან ორი მოქალაქე გამოიყვანა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა.

შემთხვევის დროს შტორმის გამო სანაპიროზე აღმართული იყო წითელი ალმები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.