ბათუმში, 10 წლამდე ბავშვს მანქანა დაეჯახა

ბათუმ­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 10 წლამ­დე ბიჭი და­შავ­და, იგი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ბა­თუ­მის დე­და­თა და ბავ­შვთა ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნა. მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას მო­ზარ­დი დე­დას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც, გორ­გა­სა­ლის ქუ­ჩა­ზე მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა.

ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.