ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Johnson & Johnson-მა განაცხადა, რომ აშშ-ში ტალკის შემცველ საბავშვო პუდრასთან დაკავშირებული ათიათასობით სასამართლო სარჩელის მოსაგვარებლად 5,5 მილიარდ დოლარამდე თანხის გადახდაზე დათანხდა.
საქმე დაახლოებით 76 000 სარჩელს მოიცავს. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ტალკის შემცველი საბავშვო პუდრისა და სხვა მსგავსი პროდუქციის ხანგრძლივმა გამოყენებამ მათში საკვერცხის კიბო, მეზოთელიომა და სხვა მძიმე დაავადებები გამოიწვია...