ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა - ის ადგილზევე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ლიანდაგზე ჩაეძინა, რის შემდეგაც მას მატარებელი დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს
გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.