მძღოლი, რომელიც გომის მთაზე, ხრამში გადაჩეხვის მომენტში მიკროავტობუსს მართავდა დაკავებულია. მას ვარდნის შედეგად დაზიანებები აქვს მიყენებული და კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წუხელ ღამით, გომის მთის გზაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 20 პირი.
შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.